„ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024162
329
30/08/2023
ვებგვერდი, 31/08/2023
300160070.10.003.024162
„ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2018, 300160070.10.003.020402) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34.  ამ თავის მიზანი

1. ამ თავის მიზანია, აეროდრომის პროექტირებისას და მისი ექსპლუატაციის პროცესში, გათვალისწინებული იყოს ისეთი ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო, მოწესრიგებულ და კოორდინირებულ   სახმელეთო მიმოსვლას, აფრენა-დაფრენასა და განთავსებას.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ამ თავში გათვალისწინებული ვიზუალური სააერნაოსნო საშუალებების მოწესრიგებულ და უსაფრთხო ექსპლუატაციას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.  ამ რეგლამენტით განსაზღვრული სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების მოწყობისა და მომსახურების მიწოდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ, შესაბამისი აეროდრომის ექპლუატანტებთან დადებული ურთიერთქმედების შეთანხმების შესაბამისად, აეროდრომის სერტიფიკატით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების მოწყობა/მომსახურებაზე პასუხისმგებლობების განსაზღვრა;

ბ) აეროდრომის სერტიფიკატის მოქმედების განმავლობაში სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების დადგენილ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;

გ) არსებული ინფრასტრუქტურის და/ან დადგენილი პროცედურების ცვლილების კოორდინაცია/შეთანხმება.

5. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სააერნაოსნო სანათებისა და ნიშნების ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია შპს „საქაერონავიგაცია“.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას აეროდრომის ექსპლუატანტის ზედამხედველობის ფარგლებში ახორციელებს  სააგენტო.“.

მუხლი 2
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ექსპლუატანტებმა და შპს „საქაერონავიგაციამ“ 2023 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ურთიერთქმედების შესახებ შეთანხმების დადება და სააგენტოსთვის წარდგენა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი