„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024164
331
30/08/2023
ვებგვერდი, 30/08/2023
470230000.10.003.024164
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №331

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):  

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. რეანიმაციული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2023 წლის 1 სექტემბრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს №21 დანართით („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) განსაზღვრულ პირობებთან და ახალი ნებართვის დანართის – „რეანიმაციული მომსახურება“, ინტენსიური მკურნალობის/მოვლის შესაბამისი დონით მოპოვებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართოს სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამასთან, №21 დანართით რეანიმაციული მომსახურების მიმწოდებელთათვის დადგენილი პირობების შესრულება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის.“.

2. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) საერთო სანებართვო პირობების 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28

საევაკუაციო გასასვლელი

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საევაკუაციო გასასვლელების მდგომარეობისა და რაოდენობის დაკმაყოფილების შესახებ. ასევე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში  ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშგებასთან ერთად“. 

 3. №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) დამატებითი სანებართვო პირობების VII ნაწილის („ქირურგიული მომსახურების მიმწოდებელთათვის საერთო სანებართვო პირობები):

ა) 4.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.4

საოპერაციო დარბაზი უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით

სავალდებულოა სამედიცინო დანიშნულების აირების ცენტრალიზებული  სისტემა.  

 

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სამედიცინო აირების წარმომქმნელი დანადგარებისა და რეზერვუარების განთავსების უსაფრთხოების პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ასევე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშგებასთან ერთად“; 

ბ) 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7.2

ანესთეზიოლოგის ხელმისაწვდომობა ადგილზე 

24/7-ზე

ა) სულ მცირე, ანესთეზიოლოგის უწყვეტი ხელმისაწვდომობა ადგილზე, 24/7-ზე;

 

ბ) მხოლოდ გეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში, საჭიროების დროს, ანესთეზიოლოგის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს გამოძახებით, სათანადო  სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;

 

გ) იმ დაწესებულებებში, რომლებიც განთავსებულია მაღალმთიან/საზღვრისპირა რაიონებში (მუნიციპალიტეტებში) და/ან წარმოადგენენ სერვისის ექსკლუზიურ მიმწოდებელს მუნიციპალიტეტში, ანესთეზიოლოგის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს რეანიმაციული სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში დასაქმებულმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა“;

გ) მე-8 პუნქტის („საექთნო პერსონალის ხელმისაწვდომობა შემდეგი პრინციპით:“) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

)

პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის მოვლის ექთანზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილზე

24/7-ზე

 

ა) არანაკლებ 1 ექთნისა ყოველ 4 პოსტოპერაციულ საწოლზე;

 

ბ) მხოლოდ გეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში, საჭიროების დროს, პოსტოპერაციული პალატის ექთნის  ხელმისაწვდომობა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გამოძახებით, სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/პროტოკოლში მითითებულ ვადაში. აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას;

 

გ) იმ დაწესებულებებში, რომლებიც განთავსებულია მაღალმთიან/საზღვრისპირა რაიონებში (მუნიციპალიტეტებში) და/ან წარმოადგენენ სერვისის ექსკლუზიურ მიმწოდებელს მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თერაპიის მოვლის ექთნის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ანესთეზიის ექთანმა“.

4. №22 დანართის („სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობები“) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28

დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში შესაძლებელია სტაციონარული დაწესებულების საევაკუაციო გასასვლელით  სარგებლობა, თუ შენობა-ნაგებობის დაგეგმარება იძლევა ამის საშუალებას.

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 

გაცემული დოკუმენტი საევაკუაციო გასასვლელების მდგომარეობისა და რაოდენობის დაკმაყოფილების შესახებ. ასევე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვოს  ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშგებასთან ერთად“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი