ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024165
332
30/08/2023
ვებგვერდი, 31/08/2023
240110000.10.003.024165
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის  წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის  წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს,  „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართ №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, ჯილეხით მკვდარი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესს.

2. ამ წესის მიზანია ცხოველის მფლობელისთვის ჯილეხით ცხოველის სიკვდილით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ცხოველის მფლობელის მოტივირება, რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დროულად მიაწოდოს ჯილეხის საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია.

3.  ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდას ახორციელებს სააგენტო.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებითა და „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

მუხლი 3. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრა

1. „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად ჯილეხის დადასტურებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაიწყოს კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის პროცედურები.

2. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად:

ა.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ა.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ა.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე;

ბ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ დამტკიცებული ჯილეხის წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) სააგენტოში არსებულ ჩანაწერებში ცხოველი დაფიქსირებულია, როგორც „ობიექტურად აუცრელი“.

3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე/ რევაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

4. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის მიზნით,  სააგენტოს უფროსის მიერ იქმნება კომისია, რომლის მუშაობაში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მიზნით, შეიძლება, მიწვეულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის სპეციალისტი.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია ადგენს, ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობას.

6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის კომისია უფლებამოსილია, პასუხისმგებელი პირისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

7.  კომპენსაციის გადახდის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან  ერთი თვის განმავლობაში.  

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

9. თუ პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება  სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

 

დანართი №1

კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა

1. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სააგენტო, ცხოველის ასაკს დასადგენად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის თარიღს უმატებს 21 კალენდარული დღეს.

2. პასუხისმგებელი პირის, ცხოველის, ასაკის, სქესისა და ჯიშის განსაზღვრა ხორციელდება მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მონაცემებით.

3. ცხოველის ასაკის დადგენისას ცხოველის ასაკი მრგვალდება პასუხისმგებელი პირის  სასარგებლოდ.

4. ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მონაცემებისა და პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოყენებით წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №1 − მსხვილფეხა საქონლისა და ცხრილი №2 − წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში.

ცხრილი №1

 

 

მსხვილფეხა საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის  გათვალისწინებით

 

ჯიში

სქესი

ასაკი, თვე

ასაკი, წელი

5-6

7-8

9-10

11-12

13-15

16-18

20-24

3

4

≥5

ცოცხალი მასა კგ (♀/♂ )

ევროპული სარძეო ჯიშები[1]

150

200

240

260

300

330

400

480

520

550

160

230

280

310

380

430

500

740

820

880

ჯერსიული ჯიში

105

160

190

210

240

280

340

390

420

450

120

185

230

260

310

390

600

570

620

670

ბრიტანული სახორცე ჯიშები[2]

 145

175

195

225

255

290

335

390

410

450

160

200

210

250

290

340

420

530

650

720

ფრანგულ-იტალიური სახორცე ჯიშები[3]

170

200

235

265

300

345

200

440

500

535

185

215

255

280

340

420

520

690

790

840

ქართული მთის

55

70

95

110

120

130 

160 

170

195

210

65

85

110

125

140

170

230

310

340

370

მეგრული წითელი

60

75

120

130

140

170

230

250

285

300

70

90

125

145

170

215

310

390

450

480

კავკასიური წაბლა

110

160

180

200

225 

255

340 

390

420 

450 

130

185

230

255

285

350

480

570

620

680

კამეჩი

105

135 

150 

155 

170

200

260

280

420

450

125

150

170

180

190

210

290

460

550

620

 

ცხრილი №2

 ცხვრისა და თხის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის  გათვალისწინებით*

სახეობა/ჯიში

მოზარდი (ასაკი, თვე)

ზრდასრული

5-6

11-12

17-18

ნერბი/ნეზვი

ვერძი/ბოტი

ცოცხალი მასა, კგ

იმერული ცხვარი

12-14

16-20

20-21

22-24

25-28

თუშური ცხვარი

23-25

25-27

30-32

35-40

45-50

მეგრული თხა

18-20

24-26

30-32

35-40

45-50

ზაანენური თხა

26-28

38-41

48-51

55-60

70-80

 

* 7-დან 10 თვის, 13-დან 16 თვის ასაკის ჩათვლით ცხვრისა და თხის  წონა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით.

5. თუ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით ან პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება ცხოველის ჯიში, ნაჯვარის (ჰიბრიდის) წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3.  

6.  0 − 4 თვის ასაკის ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. ამ ცხრილის შესაბამისად მიღებულ რიცხვს ემატება ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების 5%.

 

ცხრილი №3

 

ნაჯვარი (ჰიბრიდი) საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები

 ასაკის  გათვალისწინებით

მსხვილფეხა საქონელი

კატეგორია

მოზარდი

მოზარდი

მოზარდი

ზრდასრული

ასაკი (თვეები)

0-3

3-6

6-9

9-12

12- 18

18-24

>24

საშუალო ცოცხალი წონა კგ

50

65

90

120

150

225

300

ცხვარი/თხა

კატეგორია

მოზარდი

მოზარდი

ზრდასრული

ასაკი (თვეები)

0-3

3-6

6-9

9-12

>12

საშუალო ცოცხალი წონა კგ

10

15

20

25

30

 

7. ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში მითითებულ რიცხვს (წონა), ჯიშიანი მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 60%, ხოლო ცხრილ №3-ში მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ჯიშებისა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 40% უნდა გამრავლდეს ხორცის საბაზრო ფასზე, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“.

8. ზოოტექნიკური ჩანაწერებით დადასტურებული სანაშენე ცხოველის (ცხოველი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ბონიტირების კლასი ნიშან-თვისებათა კომპლექსით და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი) შემთხვევაში, ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ რიცხვს ემატება ღირებულების 10%.


[1] ჰოლშტინური, შვიცური, სიმენტალური, ფლეკვიი, მონბელიარდი, ლატვიური წაბლა, ესტონური წითელი, ან მათ შორის ნაჯვარები;

[2] ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, ან მათ შორის ნაჯვარები;

[3] შაროლე, ლიმუზინური, სალერსი, კიანური, ან მათ შორის ნაჯვარები.