დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024165 |
|
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართ №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, ჯილეხით მკვდარი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესს. 2. ამ წესის მიზანია ცხოველის მფლობელისთვის ჯილეხით ცხოველის სიკვდილით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ცხოველის მფლობელის მოტივირება, რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დროულად მიაწოდოს ჯილეხის საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია. 3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდას ახორციელებს სააგენტო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებითა და „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. მუხლი 3. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრა 1. „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად ჯილეხის დადასტურებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაიწყოს კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის პროცედურები. 2. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად: ა.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში; ა.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს; ა.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე; ბ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ დამტკიცებული ჯილეხის წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) სააგენტოში არსებულ ჩანაწერებში ცხოველი დაფიქსირებულია, როგორც „ობიექტურად აუცრელი“. 3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე/ რევაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე. 4. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის მიერ იქმნება კომისია, რომლის მუშაობაში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მიზნით, შეიძლება, მიწვეულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის სპეციალისტი. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია ადგენს, ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობას. 6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის კომისია უფლებამოსილია, პასუხისმგებელი პირისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 7. კომპენსაციის გადახდის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 9. თუ პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.
დანართი №1 კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა 1. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სააგენტო, ცხოველის ასაკს დასადგენად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის თარიღს უმატებს 21 კალენდარული დღეს. 2. პასუხისმგებელი პირის, ცხოველის, ასაკის, სქესისა და ჯიშის განსაზღვრა ხორციელდება მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მონაცემებით. 3. ცხოველის ასაკის დადგენისას ცხოველის ასაკი მრგვალდება პასუხისმგებელი პირის სასარგებლოდ. 4. ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მონაცემებისა და პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოყენებით წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №1 − მსხვილფეხა საქონლისა და ცხრილი №2 − წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში. ცხრილი №1
ცხრილი №2
* 7-დან 10 თვის, 13-დან 16 თვის ასაკის ჩათვლით ცხვრისა და თხის წონა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით. 5. თუ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით ან პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება ცხოველის ჯიში, ნაჯვარის (ჰიბრიდის) წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. 6. 0 − 4 თვის ასაკის ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. ამ ცხრილის შესაბამისად მიღებულ რიცხვს ემატება ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების 5%.
ცხრილი №3
7. ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში მითითებულ რიცხვს (წონა), ჯიშიანი მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 60%, ხოლო ცხრილ №3-ში მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ჯიშებისა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 40% უნდა გამრავლდეს ხორცის საბაზრო ფასზე, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“. 8. ზოოტექნიკური ჩანაწერებით დადასტურებული სანაშენე ცხოველის (ცხოველი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ბონიტირების კლასი ნიშან-თვისებათა კომპლექსით და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი) შემთხვევაში, ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ რიცხვს ემატება ღირებულების 10%. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები