დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016540 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 23.12.2022 წ., სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა“) მე-9 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „16. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი: ა) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ფინანსური დოკუმენტი (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) (დედნები); დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ; ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე. წ. „მიმართვა“ (თანადაფინანსების შემთხვევაში) ან წერილობითი დოკუმენტი (თანადაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ), გარდა მწვავე-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა; ზ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. თ) ცნობა ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრიდან იმ 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრამვირების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ წრეებზე და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს (აქტთან ერთად); ი) ცნობა ხანდაზმულთა პანსიონატიდან ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციიდან ან სხვა სპეციალური დაწესებულებიდან ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში ბინადრობის შესახებ; კ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კახეთის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ან სხვა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების შესახებ). 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის (,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა“) მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის გეგმური, მწვავე და უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის (,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა“) მე- 11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება, თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტების, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების, სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის შემთხვევაში.“. 4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ს (,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა“) დაემატოს 121 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. IT მიმართულებით სწავლის მსურველთა დაფინანსების წესები და პირობები 1. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 35 წლამდე მოქალაქეები, რომელთაც სურთ თანამედროვე პერსპექტიული და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება ციფრული ტექნოლოგიების დარგში. 2. ამ პროექტით დაინტერესებული სწავლის მსურველი ავსებს სააპლიკაციო განაცხადის ფორმას მათთვის სასურველ სასწავლო დაწესებულებაში და შესაბამის ცნობას (იგულისხმება სასწავლო დაწესებულების მიერ ჩატარებული ტესტირების საფუძველზე მოპოვებული სწავლის უფლება/შესაძლებლობა) განცხადებასთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ან თანადასაფინანსებლად. 3. მუნიციპალიტეტის მერია თითოეული სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს არაუმეტეს 600 ლარამდე თანხას. მსურველთაგან შეირჩევა 10 კანდიდატი. განმცხადებელთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ პირებს. დაფინანსების მაძიებელმა პრეტენდენტმა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სწავლის უფლების/შესაძლებლობის შესახებ; დ) სარეიტინგო ქულების შესახებ ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში). მერიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომსახურების შესასყიდად ანგარიშსწორება მოხდება მერიასა და სასწავლო დაწესებულებას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. თანხების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, აუცილებელია სასწავლო დაწესებულების მხრიდან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება სტუდენტთა სასწავლო პროცესზე დასწრების, ონლაინ ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. არადამაკმაყოფილებელი აქტივობის შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად: |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის ბიუჯეტი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები