დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024172 |
|
„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2013, 040030000.10.003.017267) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან მუნიციპალიტეტის მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების შეთანხმება, აგრეთვე ნებისმიერი სავალდებულო დაზღვევის პირობების შეთანხმება, თუ ეს პირობები კანონით დადგენილი არ არის.“. 2. მე-3 მუხლის „ლ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ5“, „ლ6“, „ლ7“ და „ლ8“ ქვეპუნქტები: „ლ5) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მიმართ და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები; ლ6) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ; ლ7) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ და მათი ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმების წესი; ლ8) დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები