დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016500 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016496) და: |
1.
მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის 1-3 ნაწილებით, საქართველოს კანონის „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-14 ნაწილებით და საქართველოს კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.“. |
2.
დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.“ |
3.
დადგენილების №1 დანართს დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 555, 556, 642, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522−1529 და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. საქართველოს კანონით „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.“. |
4.
დადგენილების №2 დანართის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.“ |
5.
დადგენილების №7 დანართი დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 7 სააღსრულებო ფურცელი
___________________ _____________________ ს/ფ გაცემის თარიღი ადგილი _____________________________________________________________________________________ (აღსრულების ფურცლის გაცემა)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ: ___________________________________________________________________________________ (დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
_______________________________________________________________________________________ (დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
______________________________________________________________________________________ (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის
თარიღი: _________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები)
კრედიტორი:
მუნიციპალიტეტის მერი : ----------------------------“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები