„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018337
82/ნ
01/09/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
430110000.22.022.018337
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს N76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №82/ნ

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018331) პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;“;

ბ) მე-6 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებულ იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოცხადებული მიღება 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით და რომელთაც აკრედიტაცია მიენიჭა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ.“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი



დანართი

 

2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

საგანმანათლებლო პროგრამა

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია

ისტორია

არქეოლოგია

ფილოსოფია

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა

მათემატიკა

ფიზიკა

ქიმია

ბიოლოგია

ეკონომიკა

 

 

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მშენებლობა

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

არქიტექტურა

მათემატიკა

საინჟინრო ფიზიკა

აგრარული ტექნოლოგიები

სასურსათო ტექნოლოგია

სატყეო საქმე

აგროინჟინერია

მეცხოველეობა

აგრონომია

ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია

ქიმია

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

სამთო და გეოინჟინერია

საინჟინრო გეოდეზია

გეოლოგია

საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი

ბიოსამედიცინო ინჟინერია

მეტალურგია

მასალათმცოდნეობა

მევენახეობა და ენოლოგია

მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა

ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა

მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ტრანსპორტი

სამოქალაქო ინჟინერია

ლოგისტიკა

საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

 

 

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)

ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

 

 

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

ქართული ენა და ლიტერატურა

არქეოლოგია

ისტორია

მათემატიკა

ბიოლოგია

ეკონომიკა

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)

ელექტრული ინჟინერია

მშენებლობა

აგრონომია

სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა

ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში

საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა

გერმანული ენა და ლიტერატურა

ფრანგული ენა და ლიტერატურა

ქიმია

 

ეკოლოგია

გეოგრაფია

გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია)

 

სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა

საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა

გამოყენებითი დიზაინი

ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები

გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია

სკოლამდელი განათლება

 

 

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორია

ქართული ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგია

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ეკონომიკა

ინფორმაციული ტექნოლოგიები

აგრონომია

ეკოლოგია

საჯარო მმართველობა

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

 

 

სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ისტორია

ქართული ფილოლოგია

ბიოლოგია

სასურსათო ტექნოლოგია

აგრონომია

ეკონომიკა

 

 

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ეკონომიკა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის

მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

მშენებლობა

აგრარული ტექნოლოგიები

ქართული ფილოლოგია

ისტორია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

მათემატიკა

სკოლამდელი განათლება

 

 

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკა

ქიმია

ბიოლოგია

ფიზიკა

ქართული ფილოლოგია

არქეოლოგია

ისტორია

აფხაზური ფილოლოგია

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ეკონომიკა

 

 

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

ისტორია

ქართული ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგია

საჯარო მმართველობა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლამდელი განათლება

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა

 

 

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგია

ისტორია

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ბიოლოგია

ეკონომიკა

საჯარო მმართველობა

ინფორმატიკა