დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.32.057.016380 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013, 470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 66 (სამოცდაექვსი) საშტატო ერთეულით“. 2. დებულების მე-6 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის (წერილი, განცხადება, მიმართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ზ) ნორმატიული აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ პროგრამაში ფორმირება; თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პერიოდული განახლება; მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადების ხელშეწყობა, სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ნ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა და დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ო) მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე, ასევე, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები