დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016381 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებასა (სსმ, ვებგვერდი, 29/07/2021, 040030000.32.057.016348) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 47 (ორმოცდაშვიდი) საშტატო ერთეულით.“ ბ) დებულების მე-3 მუხლის ,,3-5“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 4. ცენტრის დირექტორის მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. 5. ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას, მისივე ან მინისტრის დავალებით, დროებით ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორის მოადგილეების არყოფნისას დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები