დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016529 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge, 24/03/2022 წ., სარეგ. კოდი: 010250040.35.104.016469) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) 89-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები; ბ) 89-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბიუჯეტის პროექტს მუხლობრივად ეყრება კენჭი, მისი დასრულების შემდგომ კი – მთლიანობაში. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის თანხმობით. თუ სხდომაზე დაისვა საკითხი ბიუჯეტის პროექტის რომელიმე მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე და მას არ დაეთანხმა მერი, კენჭისყრა ხდება თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტზე, თუ ცვლილების წინადადებას დაეთანხმა მერი, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების წინადადებას, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს, თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი, პროექტი უარყოფილად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, პროექტს შესაძლებელია მთლიანობაში ეყაროს კენჭი.“; გ) 119-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირი ინფორმაციას (ყოველკვარტალურად), ხოლო ექვს თვეში ერთხელ მაინც ანგარიშს, გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას და საკრებულოს ბიუროს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები