დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017097 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016586) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობათა კვალიფიციური რესურსით დაკომპლექტების მიზნით, მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების განხორციელება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამინისტროს სამოქალაქო პირების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების შესახებ, შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;“; დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დეპარტამენტის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;“; ე) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 – მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადი ადამიანური რესურსების (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) მართვის საშუალო და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. ასევე, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის განსაზღვრა სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და ინსტიტუციური მოწყობის ეფექტიანობის რეგულარული ანალიზისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება; გ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციული კლიმატის კვლევისა და შეფასების განხორციელება, ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, ეთიკური აზროვნების დამკვიდრების, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერების მხარდაჭერა. ამ მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, შესაბამისი საერთაშორისო და ორგანიზაციული დონის პროექტების ინიცირება და განხორციელება, ცნობიერების ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა; დ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ნატო, ევროკავშირი, გაერო) შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება; ე) სამინისტროში ცვლილებების მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერა. გამჭვირვალობის, დამსახურების, ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა შორის ნდობის გაღრმავების და ჩართულობის გაძლიერების სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; ვ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემების (სამხედრო პერსონალის დაგეგმვა, რეკრუტირება, შერჩევა, გადანაწილება-დანიშვნა, პროფესიული განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება, კარიერის დაგეგმვა/განვითარება, შენარჩუნება, დათხოვნა და სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაცია) და სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების (სამოქალაქო პერსონალის მონაცემთა ანალიზი, დაგეგმვა, რეკრუტირება, სამუშაოს შესრულების მართვა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, მოტივაცია, ჩართულობა და შენარჩუნება) სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური ჩარჩოს განსაზღვრა. პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების საფუძველზე, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავება/განახლება, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შემდგომი განვითარებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება სამხედრო პერსონალთან მიმართებით J1 პერსონალის დეპარტამენტთან კოორდინაციით; ზ) სამოქალაქო პერსონალის დაგეგმვის, რეკრუტირების და შენარჩუნების სტრატეგიების განვითარებისთვის, აქტიური თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან; თ) სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვის (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრის, საჭიროებების გამოვლენისა და შეფასების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათ შორის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; კ) სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განსაზღვრული პოლიტიკისა და ცალკეული პროექტების, პროცესების, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესახებ რეგულარული მოხსენებებისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება. მუხლი 6. განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველო განათლების პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამხედრო განათლების სისტემის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ხედვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება J7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტსა და წვრთნებისა და განათლების სარდლობასთან კოორდინაციით; ბ) სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სამსახურების, მათ შორის წვრთნებისა და განათლების სარდლობის და გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ სამხედრო განათლების კუთხით წარმოდგენილი ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი, შეფასება და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამხედრო განათლების სისტემის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და მოთხოვნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. ამ მიზნით, მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღება და ანალიზი; ე) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, დაგეგმვა და შესაბამის პროგრამებში მოხელეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, საჭიროებისამებრ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მიზნით, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა; ზ) არსებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხობრივი ანალიზი და შეფასება. მუხლი 7. პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველო პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვა; ბ) სამინისტროს მოხელეთა მოზიდვა, შერჩევა და შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის პროცესის ხელშეწყობა; დ) მოხელეთა კარიერის მართვის ხელშეწყობა; ე) საჯარო სამსახურში მობილობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, მოხელეთა რეზერვის მართვა; ვ) სამოქალაქო ოფისის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; ზ) თავდაცვის ძალების სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირთა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება; თ) სამინისტროს სამოქალაქო პირთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის/მოადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ი) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დაკომპლექტება; მ) სამინისტროში ახალდანიშნულ მოხელეთა გაცნობითი პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ნ) სამინისტროს მენტორინგის პროგრამის განხორციელების მიზნით, შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ო) სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, შედეგების შეჯამება და ანგარიშგება; პ) სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოხელეთა პროფესიული განვითარების ინდივიდუალური დაგეგმვა; ჟ) მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შემდგომი რეაგირება. ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის შეფასების შედეგის გათვალისწინება ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში; რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა; ტ) პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოება და მართვა; უ) მოხელის კლასის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ქ) სამინისტროს სისტემის მასშტაბით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზება; ღ) მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში დროული რეაგირება; ყ) შრომით დავებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება; შ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება/ადმინისტრირება.“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მონიტორინგს უწევს დეპარტამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; გ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;“; დ) მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები