დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017392 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;“; ბ) მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში;“; გ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება/თანამდებობაზე გადაყვანა ფორმდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, გადაადგილების/გადაყვანის საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.“; დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მოსამსახურედ მიიღება/ინიშნება გამოსაცდელი ვადით ან მის გარეშე. საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირს გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მიენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება ამ წესის მე-20 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად პირი შეიძლება დაინიშნოს სპეციალური კონკურსის გარეშე.“; ე) მე-20 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური კონკურსის საფუძველზე შესაძლებელია პირი დაინიშნოს საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) უნდა გაიაროს შემოწმება. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“; ე.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სპეციალური კონკურსის გარეშე, შეიძლება დაინიშნოს: ა) სამინისტროს სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) დროს; ბ) საჯარო მოსამსახურე/სამოქალაქო პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას – ტოლფას ან/და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში; დ) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი.“; ვ) მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სტაჟიორად ან პრაქტიკანტად მიღება 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესაძლებელია პირი მიღებულ იქნეს სტაჟიორად ან პრაქტიკანტად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით დადგენილი წესით. 2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თუ სტაჟიორი აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ დახურულ კონკურსში ამავე ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დახურულ კონკურსს ატარებს სპეციალური საკონკურსო კომისია. 4. დახურული კონკურსი მოიცავს კონკურსის იმავე ეტაპებსა და წესებს, რაც დადგენილია შესაბამის დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ნოემბრის №157 ბრძანებით, გარდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. 5. დახურული კონკურსით შეირჩევა დანაყოფში საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მისაღები პირი.“; ზ) 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის უშუალო ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.“; თ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და სხვა საჯარო მოსამსახურისა) ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. სააგენტოს მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და სამოქალაქო პირისა) შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება.“; ი) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ი.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე ამ წესის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან 621 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“; ი.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მიღების გამო;“; კ) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1. მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომ − ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) დასკვნის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მოთხოვნის მიუხედავად, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და არ ჩაიტარებს ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას/ანალიზს მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე თუ არ დაემორჩილება ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს. 3. მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში მითითებული დღიდან.“; ლ) 481 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 631 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.“; მ) 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. გათავისუფლება ან/და დათხოვნა შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების გამო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მისი მუშაობის პერიოდში შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.“; ნ) 62-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 621 მუხლი: „მუხლი 621. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო 1. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შეიძლება შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. 2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე), მოსამსახურე შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენას ახდენს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური. 3. მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა/ანალიზი მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე დაემორჩილოს ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნის ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. 4. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში.“; ო) 631 მუხლის: ო.ა) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:“; ო.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები