„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-9
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 23/08/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016125
ნ-9
23/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
350090000.64.076.016125
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-9
2023 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი

 

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ1 “ ქვეპუნქტისა და ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) დამტკიცებულ განგრძობითი განათლების სტანდარტში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი თანმიმდევრული პერიოდის ათვლა იწყება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების მომდევნო კალენდარული წლიდან, ხოლო ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობით განათლებასთან მიმართებაში ვალდებულება წარმოიშობა სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: 

,,41. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება ერთ-ერთი წინაპირობის შესრულების შემდგომ:

ა) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების სასწავლო კურსში/ტრენინგში მონაწილეობა;

ბ) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის სწავლებაში მონაწილეობა (ლექტორობა, ინსტრუქტორობა).“.

3. მე-16 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 “ ქვეპუნქტი:

„ბ1) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი ინფორმაცია/შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

ბ) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საგადასახადო, ბიზნესკანონმდებლობისა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

გ) 11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “ ქვეპუნქტი:

„დ1) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი ინფორმაცია/შესაბამისი სამართლებრივი აქტები;“;

დ) 11 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საგადასახადო, ბიზნესკანონმდებლობისა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.“;

ე) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

,,12 სერტიფიცირებული ბუღალტრებისა და აუდიტორებისთვის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის თემატიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამსახურის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიმოხილვა, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები;

ა.ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა;

ა.ბ) ანგარიშვალდებული პირის შესაბამისობის კონტროლის სისტემა;

ა.გ) საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა/ანგარიშგება;

ა.დ) ანგარიშვალდებული პირის მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები;

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები;

გ) რისკის შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა.

13 . სასწავლო კურსი/ტრენინგი შესაძლოა ასევე მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები;

ბ) ფულის გათეთრების ევროდირექტივები;

გ) ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შეფასებები;

დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა.“;

ვ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, პროგრამის სასწავლო თემატიკა უნდა შეივსოს სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარვეზების, კვლევის შედეგების და ეკონომიკურ გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების და შემოწმების შედეგად, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე, ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე სათანადო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამის თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აუდიტორების/გარიგების პარტნიორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები და დიაგნოსტიკური ანგარიში.“. 

4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების კურსი 2024 წლის პროგრამის ფარგლებში უნდა ფარავდეს ამ ბრძანების მე- 3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყველა საკითხს და კურსი უნდა შედგებოდეს სულ მცირე 5 (ხუთი) საათისგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე