„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016767
223/04
25/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
220090000.18.011.016767
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №223/04

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის:

1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. იურიდიული პირების მიერ გამოყენებული უსაფრთხო პროცესები და პროტოკოლი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია იურიდიული პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას ისეთი გადახდების სპეციალური პროცესების ან პროტოკოლის საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფს სულ მცირე ამ წესით მოთხოვნილ უსაფრთხოების ხარისხს.“.

2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 30. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პასუხისმგებლობა

1. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დანერგილი აქვს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მექანიზმი და მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას, ის ვალდებულია, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აუნაზღაუროს ფინანსური ზიანი არაუმეტეს გადამხდელისთვის ანაზღაურებული ოპერაციის თანხისა. თუ ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერა არ განხორციელდა მხოლოდ მიმღების მიზეზით, პასუხისმგებლობა რეგულირდება მიმღებსა და მიმღების პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. თუ ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია და გადახდების სპეციალური პროცესი/პროტოკოლი გამოიყენება მის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების მიზნით ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის, ასეთ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის პასუხისმგებლობა და მოვალეობები რეგულირდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამასთან, ხელშეკრულებით დაუშვებელია, გადახდების სპეციალური პროცესის/პროტოკოლის ხარვეზებით მუშაობის ან/და მისი სისუსტეების მიზეზით განხორციელებული არაავტორიზებული, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებული, ასევე შეუსრულებელი ოპერაციებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრულ იურიდიულ პირს, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა