„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016495
21
23/08/2023
ვებგვერდი, 24/08/2023
010250020.35.121.016495
„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2023 წლის 23 აგვისტო

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის   პირველი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  23.12.2022 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016472) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებულ „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) ცელიაკიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები.“.

2.  დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებულ „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) ცელიაკიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი