„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 24/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016065
57
24/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
290160000.60.072.016065
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №57

2023 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ №02 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016010) დამტკიცებულ თანდართულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ (დანართი №1) (შემდგომ - წესი) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის სამსახურის მიერ განსაზღვრულ კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან ან გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობასთან (მაჩვენებელთან) მიმართებაში დანაკლისის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების და ინფორმაციის ერთობლიობის დამტკიცებული ფორმით წარუდგენლობა.
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში არასრულად წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, ან შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“   
ვ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„51. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შემოწმების ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“;
ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.";
თ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, მზღვეველის მიერ ერთ რისკთან მიმართებაში აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალურ ოდენობასა და მის მიერ უკანასკნელი თარიღით გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას შორის კანონმდებლობით დაწესებული თანაფარდობის დარღვევისას, მზღვეველი დაჯარიმდება დარღვეული პარამეტრის ოდენობის 2% - ით, მინიმუმ 2000 (ორი ათასი) ლარის, მაგრამ არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა.“;
ი) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის დღისთვის დარღვეული პარამეტრის ოდენობის 5%-ით, მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა.“;
კ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის ან მასში შემავალი კომპონენტების (წესის დანართების შესაბამისად) და ანალიზური სისტემის არარსებობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“;
ლ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამსახურში, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სხვა ინფორმაციის არაზუსტად ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი