დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016682 |
|
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016662) დამტკიცებული წესის დანართი №1-ის მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 1000 ლარი; ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება 350 ლარი; გ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება –400 ლარი, კვარტალში ერთხელ; დ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი; ე) ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი; ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება – 400 ლარი; ზ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება – 2000 ლარი; თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა – 300 ლარი; ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 350 ლარი; კ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს – 350 ლარი; ლ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1800 ლარი; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა; ნ) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა; ო) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი; პ) 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 150 ლარის ოდენობით; ჟ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება – 300 ლარი; რ) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-მდე ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და სხვა მძიმე-სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს არაუმეტეს 80 ლარის ღირებულებისა; ს) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვების (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 1 500 ლარი; ტ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება – 1 500 ლარი; უ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება – 300 ლარი; ფ) ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება – 400 ლარი; ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში – ყოველთვიურად 250 ლარი; ღ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების ან/და უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა; ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა; ყ) სპეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში,მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, ოჯახის გაძლიერების მიზნით, განესაზღვროთ დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი; შ) პარკინსონით დაავადებულ პირთა ერთჯერადი დახმარება – 400 ლარი; ჩ) შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზრვრება არაუმეტეს 1500 ლარისა; ც) 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან 120000 ქულის ჩათვლით) პირველკლასელებისათვის სასკოლო ნივთების შესაძენად – 100 ლარი; ძ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული პირველკურსელებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტი, 2023-2024 წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია – 200 ლარი. 2. ამ მუხლით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების მიზნით, აღნიშნული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 1. დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება განისაზღვრება – 1000 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 2. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება განისაზღვრება – 350 ლარით. დახმარების მიღების მიზნით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება განისაზღვრება – 400 ლარით, კვარტალში ერთხელ დახმარების მიღების მიზნით მეურვემ /მზრუნველმა ან მახარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) მეურვეობის/მზრუნველობის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 4. ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარება განისაზღვრება – 500 ლარით. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ (უნარშეზღუდულმა პირმა, მშობელმა ან მეურვემ ან დროებითმა მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) დაბადების მოწმობა (არასრულწოვნის შემთხვევაში); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ვ) საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ; ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 5. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარების დახმარება განისაზღვრება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ – 100 ლარით. ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე. ა) ბენეფიციართა სია; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი); გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 6. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება,რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება განისაზღვრება – 400 ლარით. დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება დახმარების მიმღების, ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) ან მინდობილი პირის ან მეურვის ან დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების ნათესავის (მეუღლე, შვილი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები) განცხადების შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დახმარების მიმღების მინდობილი პირის განცხადების შემთხვევაში მინდობილობა; ხოლო დახმარების მიმღების მეურვის ან მხარდამჭერის ან დროებითი მხარდამჭერის შემთხვევაში გადაწყვეტილება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვედ დანიშვნის შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის დროებითი მხარდამჭერის ან მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 7. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება განისაზღვრება – 2000 ლარით. დახმარების მიღების მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა დახმარება განისაზღვრება – 300 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან დროებით მხარდამჭერის ან მხარდამჭერის); გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დახმარება განისაზღვრება – 350 ლარით. დახმარების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობის და ამავე დროს კონპენსაციის ან საპენსიო პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 10. სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება განისაზღვრება – 350 ლარით. დახმარების მიღების მიზნით სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ომის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სხვა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეობის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 11. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება განისაზღვრება – 1800 ლარით. 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცნობა საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახის წევრის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა. მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ ან შესაბამისი აქტი (რომელთა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო დარჩა უსახლკაროდ და რა გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; დ) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული; ე) ბენეფიციარის საკუთრების მოწმობა საცხოვრებელ სახლზე (არსებობის შემთხვევაში); ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველი თვის 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 13. ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი; დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ; ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით„ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 14. ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი. მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 15. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის ფულადი დახმარება განისაზღვრება – 150 ლარის ოდენობით. ბენეფიციარების დახმარების მიზნით ანაზღაურება მოხდება ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი„ჩვენი სახლის“ მიერ მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე. ა) ბენეფიციართა სია; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; დ) ბენეფიციარის მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 16. სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 0-დან 65 000-ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება თითოეულს – 300 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; გ) ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 17. სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-მდე ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და სხვა მძიმე – სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს არაუმეტეს 80 ლარის ღირებულებისა. მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში; დ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი ომის მონაწილის შემთხვევაში; ე) შშმ პირის დამადასტურებლი დოკუმენტი, შშმ ბავშვის შემთხვევაში; ვ) სხვა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის შუამდგომლობა. 18. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 1 500 ლარის ოდენობით. დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 19. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება – 1500 ლარის ოდენობით. დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მშობლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 20. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება – 300 ლარი. დახმარების მიღების მიზნით მარტოხელა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არასრუწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 21. ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება – 400 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ფსორიაზით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 22. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში – ყოველთვიურად 250 ლარი. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან საკუთარი ან მშობლის სახელზე უძრავი ქონების არარსებობის შესახებ; დ) ცნობა წარსულში სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების შესახებ; ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველი თვის 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 23. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების ან/და უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა. დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასახდელი თანხის მითითებით. დ) სტუდენტის მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, შშმ-ს დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხა ჩაირიცხება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 24. სეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის, მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, ოჯახის გაძლიერების მიზნით განესაზღვროთ დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი. დახმარების მიღების მიზნით რეინტეგრირებული ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია. ა) განცხადება; ბ) საოქმო გადაწყვეტილება რეინტეგრაციის ინდივიდუალი განვითარების გეგმის გადასინჯვის შესახებ; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 25. პარკინსონით დაავადებულ პირთა დახმარება – 400 ლარი. დახმარების მიღების მიზნით პარკინსონით დაავადებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 26. შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზრვრება არაუმეტეს 1500 ლარისა. დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა ან მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №IV-100/ა; დ) ანგარიშფაქტურა დაწესებულებიდან სადაც ბენეფიციარი შეიძენს სმენის აპარატს ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით ორგანიზაციის ანგარიშზე. 27. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) პირველკლასელებისათვის სასკოლო ნივთების შესაძენად – 100 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ერთერთმა მშობელმა მეურვემ ან დროებით მხარდამჭერმა ან მხარდამჭერმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილი საბანკო ანგარიშზე. 28. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული პირველკურსელებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტი, 2023-2024 წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია – 200 ლარი. დახმარების მიღების მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილი საბანკო ანგარიშზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები