„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017084
64/ნ
24/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
470230000.22.035.017084
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №64/ნ

2023 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/01/2019; 470230000.22.035.016573) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე ინფორმაცია EHR სისტემის კალკულაციის მოდულში გადასცეს პაციენტის გაწერიდან/ამბულატორიული ვიზიტის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (გარდა არაიდენტიფიცირებული პაციენტებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გადაცემა სავალდებულოა იდენტიფიკაციიდან 30 კალენდარულ დღეში), ხოლო 2023 წლის 1 ნოემბრიდან – პაციენტის გაწერიდან/ამბულატორიული ვიზიტის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში (გარდა არაიდენტიფიცირებული პაციენტებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გადაცემა სავალდებულოა იდენტიფიკაციიდან 14 კალენდარულ დღეში).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაციონარული და ამბულატორიული შემთხვევების (მ.შ., გადაუდებელი ამბულატორია, დღის სტაციონარი, გარდა პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში მიწოდებული მომსახურებისა) შესახებ ინფორმაცია EHR სისტემაში გადასცეს პაციენტის გაწერიდან/ამბულატორიული ვიზიტის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში (გარდა არაიდენტიფიცირებული პაციენტებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის გადაცემა სავალდებულოა იდენტიფიკაციიდან ასევე 14 კალენდარული დღის ვადაში). ამასთან, კალკულაციის მოდულში ინფორმაციის გადაცემასთან მიმართებით გასათვალისწინებელია ამ ბრძანების მე-2 მუხლის 21 პუნქტით დადგენილი გარდამავალი რეგულირება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი