დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016709 |
|
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №45/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2023, 010190020.15.008.016699) დამტკიცებული ინსტრუქციის ნაწილი III-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს) თავი III-ით (საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება) განსაზღვრული:
ა) „ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ
გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის ერთ-ერთი სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერს. მას შემდეგ, რაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებული ამონაწერი, კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ათავსებს მეხსიერების ბარათს და აპარატიდან წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში არსებული მონაცემების მეხსიერების ბარათზე გადატანისთანავე ასრულებს ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ფუნქციონირებას. სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილ წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერს კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანთან ერთად აწერს ხელს და ამოწმებს კომისიის ბეჭდით. ამონაწერის ერთი ეგზემპლარი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად), მეორე ეგზემპლარი გამოიკვრება საჯარო გაცნობისათვის. ამასთან, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერთან ერთად თვალსაჩინო ადგილზე უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი აქტის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შედგა გადასატანი საარჩევნო ყუთიდან საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გამო (აპარატმა უკან დააბრუნა გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული საარჩევნო ბიულეტენი; გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნული პროცედურის პარალელურად უზრუნველყოფს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების ფორმაში შესაბამისი ინფორმაციის აღნიშვნას. ყურადღება! თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან არ ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ან ამოიბეჭდება ტექნიკური წუნის მქონე ამონაწერი, ასეთ შემთხვევაში შეუფერხებლად გრძელდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით მიაწოდოს ცესკოს, ამ მიზნით კომისიის თავმჯდომარე პლანშეტურ კომპიუტერთან აკავშირებს მეხსიერების ბარათს, რომელზეც გადატანილია წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში არსებული მონაცემები. ყურადღება!
|
დანართი 2
|
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით (პლანშეტური კომპიუტერით) გადაუგზავნოს ცესკოს. ამ მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, გადაიღებს და ცესკოში გადააგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს. ყურადღება!
კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები