დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 23/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016708 |
|
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №44/2023 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2023, 010190020.15.008.016698) დამტკიცებული ინსტრუქციის ნაწილი III-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს) თავი III-ით (საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება) განსაზღვრული „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით (პლანშეტური კომპიუტერით) გადაუგზავნოს ცესკოს. ამ მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გადაიღებს და ცესკოში გადააგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს. ყურადღება!
კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები