„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 23/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016707
52/2023
23/08/2023
ვებგვერდი, 23/08/2023
010210010.15.008.016707
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №52/2023

2023 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერში მითითებული ინფორმაციისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიწოდება ცესკოსთვის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში

1. წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაციისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის მიწოდება ცესკოსთვის შესაძლებელია პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პლანშეტური კომპიუტერის ტექნიკური ხარვეზი (პრობლემა შეექმნა წინასწარი შედეგების გადმოცემის აპლიკაციას ან სხვა) და ვერ მოხერხდა ხარვეზის გამოსწორება, წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია იგზავნება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირის ხელთ არსებული სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ., სმარტფონი):

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირთან (საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი);

ბ) ან ცესკოს შესაბამის უფლებამოსილ პირთან (საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი).

3. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა პლანშეტური კომპიუტერის ტექნიკური ხარვეზი (პრობლემა შეექმნა ცესკოს აპლიკაციას, რომლის მეშვეობით იგზავნება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი) და ვერ მოხერხდა ხარვეზის გამოსწორება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ, სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მის ატვირთვას ელექტრონული მართვის სისტემაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე არ არის მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირი:

ა) წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ამონაწერში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი ცესკოს შეიძლება მიეწოდოს კენჭისყრის შენობის გარე პერიმეტრიდან;

ბ) ან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, უფლებამოსილი პირების მიერ, სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მის ატვირთვას ელექტრონული მართვის სისტემაში.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი