ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016374
18
21/08/2023
ვებგვერდი, 22/08/2023
010260020.35.131.016374
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 21 აგვისტო

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის N08 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილებაში ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ და დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
შევიდეს დამატება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილების ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული  ერთეულის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლში და დაემატოს  მე-8 პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,8. სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები

8.1 სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე (შემდგომში  მოადგილე).

8.2 უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

8.3 სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას;

ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადების წარდგენას ქვედანაყოფის საკადრო საკითხებთან, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრა;

დ) ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების  კონტროლს;

ე) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენა ქვედანაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის/მერის პირველი მოადგილის/მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

8.4. სამსახურის უფროსის მოდგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია არის სამსახურის უფროსის წინაშე.“.

მუხლი 3
შევიდეს ცვლილება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილების ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული  ერთეულის –  ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  მე-5 მუხლში და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის  სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება;

დ)  სამსახურში შემავალი სპეციალისტებისგან.“.

მუხლი 4
შევიდეს ცვლილება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილების ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-16 მუხლში და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი    რედაქციით:         

,,1. ბავშვის ფსიქოლოგი არის  საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.“.

მუხლი 5
შევიდეს ცვლილება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 09 სექტემბრის №08 დადგენილების ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული  ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-17 მუხლში და მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი    რედაქციით:

,,1.ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის საჯარო მოხელე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მომდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.“.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი