დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 21/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016195 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“:
ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „თ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;“; ა.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საგადასახადო დავალიანების არქონა – საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.“. ბ) მე-10 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომლის/რომელთა სააგენტოში წარდგენა სავალდებულოა თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: „11. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.“. გ) მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საგადასახადო დავალიანების წარმოშობა.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ წარმოდგენილი მომართვების განხილვაზე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე/კონკურსებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები