„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 21/08/2023
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016194
46
21/08/2023
ვებგვერდი, 22/08/2023
010240060.57.069.016194
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №46

2023 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენისგან არ თავისუფლდება მიმწოდებელი „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე