დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360000000.10.003.024153 |
|
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან: ა) კარი I. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა; ბ) კარი II. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები; გ) კარი III. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე; დ) კარი IV. გარემოსდაცვითი მმართველობა.“. 2. მე-13-მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ატმოსფერული ჰაერი: ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ა.ბ) სახელმწიფო რეგულირება; ა.გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში; ა.დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები; ა.ე) ძირითადი გამოწვევები; ბ) წყლის რესურსები: ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ.ბ) საქართველოს წყლის რესურსები; ბ.გ) წყალსარგებლობა; ბ.დ) წყლის რესურსების მდგომარეობა; ბ.ე) ძირითადი გამოწვევები; გ) შავი ზღვის გარემო: გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; გ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ.გ) შავი ზღვის ბუნებრივი თავისებურებები; გ.დ) შავი ზღვის გარემოს მდგომარეობა; გ.ე) ძირითადი გამოწვევები; დ) მიწის რესურსები და ნიადაგი: დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; დ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; დ.გ) მიწის რესურსებისა და ნიადაგის მდგომარეობა; დ.დ) ძირითადი გამოწვევები; ე) მინერალური რესურსები: ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ე.ბ) სახელმწიფო რეგულირება; ე.გ) მინერალური რესურსების მარაგი; ე.დ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედება გარემოზე; ე.ე) ძირითადი გამოწვევები; ვ) ბიომრავალფეროვნება: ვ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ვ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; ვ.გ) არსებული მდგომარეობა; ვ.დ) ძირითადი გამოწვევები. მუხლი 14. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) კლიმატის ცვლილება: ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ა.ბ) კლიმატის ცვლილების მიზეზები და შედეგები; ა.გ) კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები; ა.დ) კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში; ა.ე) საქართველოს სათბურის აირების მისიები; ა.ვ) ძირითადი გამოწვევები; ბ) სტიქიური მოვლენები: ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; ბ.გ) საქართველოში გავრცელებული სტიქიური მოვლენები, სიხშირის ცვლილების დინამიკა და მაპროვოცირებელი ფაქტორები; ბ.დ) ძირითადი გამოწვევები; გ) ნარჩენები: გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; გ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; გ.გ) საქართველოში არსებული მდგომარეობა; გ.დ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა; გ.ე) ძირითადი გამოწვევები; დ) ქიმიური ნივთიერებები: დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; დ.ბ) სახელმწიფო რეგულირება; დ.გ) არსებული მდგომარეობა; დ.დ) ძირითადი გამოწვევები; ე) მაიონებელი გამოსხივება: ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ე.ბ) სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი; ე.გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები; ე.დ) რადიაციული ფონის მონიტორინგი საქართველოში და მისი შედეგები; ე.ე) ძირითადი გამოწვევები.“. 3. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) ნადირობა და თევზჭერა: ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ა.ბ) ნადირობა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები); ა.გ) თევზჭერა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები); ა.დ) ძირითადი გამოწვევები; ბ) ტყითსარგებლობა: ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ.ბ) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე; ბ.გ) ძირითადი გამოწვევები; გ) სოფლის მეურნეობა: გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; გ.ბ) სოფლის მეურნეობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები; გ.გ) კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა; დ) ტრანსპორტი: დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; დ.ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობა; დ.გ) ტრანსპორტის სექტორის ზემოქმედება გარემოზე; დ.დ) კლიმატის ცვლილება და ტრანსპორტის სექტორი; დ.ე) ძირითადი გამოწვევები; ე) მრეწველობა და ენერგეტიკა: ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ე.ბ) მრეწველობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები; ე.გ) ენერგეტიკა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები; ე.დ) კლიმატის ცვლილება − მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორები.“. 4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გარემოსდაცვითი მმართველობა გარემოსდაცვითი მმართველობა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა: ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ა.ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო; ა.გ) გარემოს დაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; ა.დ) ევროინტეგრაციის პროცესი; ა.ე) გარემოს დაცვის პოლიტიკის შეფასება; ა.ვ) გარემოს დაცვის დაფინანსება; ა.ზ) საერთაშორისო თანამშრომლობა; ბ) გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი: ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; ბ.ბ) ლიცენზიები; ბ.გ) ნებართვები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება; ბ.დ) გარემოსდაცვითი რეგლამენტები და წესები; ბ.ე) გარემოსდაცვითი კონტროლი; ბ.ვ) ძირითადი გამოწვევები; გ) გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება: გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები; გ.ბ) გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება; გ.გ) გარემოსდაცვითი კვლევები; გ.დ) ძირითადი გამოწვევები.“. 5. 35-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ზ) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები