2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.024156
323
18/08/2023
ვებგვერდი, 21/08/2023
430020000.10.003.024156
2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2023 წლის 18 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​​​​​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:

მუხლი 1
დაფინანსების ოდენობა და დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.

2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის,  რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

გ) 9 000 (ცხრა ათასი) ლარი – 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

დ) 4 500  (ოთხი ათას ხუთასი) ლარი – 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები;

ე) 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ვ) 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ზ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

თ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ი) 117 250 (ას ჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

მუხლი 2
დაფინანსების პრინციპი

1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტთა შორის უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტებზე.

2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.

3. მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 3. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში დარჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, განაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022-2023 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია         70 000-ზე.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტთა შორის უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტებზე.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.


მუხლი 4. განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად, ვებგვერდზე − http://socreg.mes.gov.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი და ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 5. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების, ასევე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი