დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2020 წლის 23 იანვრის N1/2020 გადაწყვეტილება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | N200/42-GI-1/2020 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 23/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016752 |
|
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილება N1/2020
23 იანვარი 2020 წ. ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XVII-C დანართისა და XVII-D დანართის განახლების შესახებ
|
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი,
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, და, კერძოდ, 179-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს, იღებს რა მხედველობაში, რომ: (1) საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 1 აპრილს. (2) ეს შეთანხმება მოგვიანებით იქცა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილად (შემდგომში ,,შეთანხმება“), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. (3) შეთანხმების 171-ე მუხლი ითვალისწინებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობას, რომლებიც დაცული იქნება მის დანართებში XVII-C და XVII-D მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმებით გათვალისწინებული 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურა და მონაცემების შესწავლა ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით. (4) აღნიშნული პროცედურა და მონაცემების შესწავლა დასრულდა და შესაბამისად, შესაძლებელია დანართში XVII-C და დანართში XVII-D ცვლილებების შეტანა. მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: |
მუხლი 1
ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართები XVII-C და XVII-D ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების დანართის ტექსტით.
მუხლი 2 ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. შესრულებულია ბრიუსელში, 2020 წ. 23 იანვარს.
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სახელით
თავმჯდომარე (ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი) სუსანა მარაზუელა
ქვეკომიტეტის მდივნები
მდივანი ევროკავშირის მხრიდან მანუელ როსი პრიეტო
მდივანი საქართველოს მხრიდან მანანა ფრუიძე |
|
დოკუმენტის კომენტარები