დადგენილება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

დადგენილება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 16/06/1983
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/06/1983
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
16/06/1983
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/06/1983
000000000.00.00.000000
დადგენილება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

მუხლი 213

დადგენილება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

„საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

„საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების გამოყენების წესის თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის დადგენილებას (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1982 წ., №12, მუხ. 372) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82, 83, და 84 მუხლები:

„81. დაწესდეს, რომ პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელს იხდიან საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მუხლებით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის (95-ე მუხლის პირველი ნაწილი, 99-ე და 125-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 147-ე მუხლი, 165-ე მუხლის მესამე ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლებიც 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების რედაქციით არ ითვალისწინებენ სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, უნდა გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან.

ასეთი პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საკითხს სასამართლო განიხილავს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის წარდგინებით, სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა განაჩენი ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში, ან არ არის აღსრულებული განაჩენის დამდგენი სასამართლო.

82. დაწესდეს, რომ იმ შემთხვევაში, როცა პირი მსჯავრდებულია ჯარიმით
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის
მუხლებით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომლებშიც ჯარიმის
ოდენობა 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულებით შემცირებულია 147-ე
მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 1693 მუხლის მეორე ნაწილი და (178-ე
მუხლის მესამე ნაწილი), განაჩენით დადგენილი ჯარიმა გადახდევინებული
უნდა იქნეს განაჩენით დაწესებული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ახალი
რედაქციით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობისა.

გადახდევინებული ჯარიმის თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.

აღნიშნულ საკითხს განიხილავს განაჩენის დამდგენი სასამართლო ან
სასამართლო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

83. დაწესდეს, რომ 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების რედაქციით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ დანაშაულის ახალი შემადგენლობებს, მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, დამატებით სასჯელებს ან სანქციების გადიდებას, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც მსჯავრი ედებათ 1983 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულთათვის.

84. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მუხლებით ადრე გათვალისწინებული იყო ქონების კონფისკაციის როგორც სასჯელის დამატებითი ღონისძიების დანიშვნის შესაძლებლობა, ხოლო 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულების რედაქციით სასჯელის ამ ზომის გამოყენება სავალდებულოა, იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მსჯავრი ედებათ 1983 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, გამოიყენება დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1983 წლის 16 ივნისი.