დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 18/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.006.837 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/11/2004 - 16/08/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.006.837
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №248
2004 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე და 73-ე მუხლების, აგრეთვე ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 12 მარტის №8 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვროს 7 ლარის ოდენობით.
2. ნუმიზმატიკური დანიშნულების 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტები აღირიცხოს ბალანსგარეშე ანგარიშზე – ,,ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობა” – ნომინალური ღირებულებით, სათანადო ბარათის შედგენით (რომელშიც უნდა მიეთითოს ნომინალი, სერია, ნომერი).
3. აღნიშნული ბანკნოტების რეალიზაცია ყველა ცალკეულ შემთხვევაში მოხდეს შემძენის ვინაობის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები