დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 005312/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 16/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.58.070.016089 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.58.070.016056) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.3. მე-3 - მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები