„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430120000.22.022.018333
78/ნ
17/08/2023
ვებგვერდი, 18/08/2023
430120000.22.022.018333
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2023 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017445) განსაზღვრულ „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესში, განხორციელების ვადებსა და დაფინანსების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი არეგულირებს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, გარდა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომ – პროგრამა) ჩარიცხვის წესს, განხორციელების ვადებს და დაფინანსების წესს (შემდგომ – წესი).“.

2. მე-2მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირები

პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირები (შემდგომ – ბენეფიციარი).

მუხლი 3. პროგრამაზე ჩარიცხვა

პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – სკოლა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის (შემდგომ – სამინისტრო) მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ)  ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის მიერ შესაბამისი სკოლისთვის მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია

1. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბენეფიციართა შესახებ სამინისტროს აწვდის შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს:

ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს;

ბ) სახელსა და გვარს;

გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

დ) სქესს;

ე) მოქალაქეობას;

ვ) სტატუსს;

ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში;

თ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის თანხმობის განაცხადს, ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

ი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

კ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ლ) ფოტოსურათს, ზომით ¾-ზე.

2. სამინისტრო ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას.

3. ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, სკოლისთვის მიმართვის შემთხვევაში, სკოლას აწვდის ბენეფიციარის შესახებ შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს:

ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს;

ბ) სახელსა და გვარს;

გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

დ) სქესს;

ე) მოქალაქეობას;

ვ) სტატუსს;

ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში;

თ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის თანხმობის განაცხადს, ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

ი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

კ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ლ) ფოტოსურათს, ზომით ¾-ზე.

მუხლი 5. პროგრამაზე ჩარიცხვის ვადები

1. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 1 სექტემბრამდე წარდგენის შემთხვევაში, პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 31 დეკემბრამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.

2. ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის სკოლისთვის შესაბამისი წლის 1 სექტემბრამდე მიმართვის შემთხვევაში პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 31 დეკემბრამდე მიმართვის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.

 3. პროგრამაზე ჩარიცხვის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის/სკოლისთვის შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ან 10 თებერვლამდე  მიმართვის შემთხვევაში, პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 ოქტომბრისა ან 15 თებერვლისა.  

4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სკოლა უგზავნის სამინისტროს  ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სამინისტრო მიღებულ ინფორმაციას, მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების ვადები

1. სექტემბერში პროგრამაზე ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პროგრამა დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პროგრამის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.

2. იანვარში პროგრამაზე ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 იანვარი, ხოლო დასრულების თარიღად – 29 დეკემბერი. იმ შემთხვევაში, თუ 15 იანვარი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პროგრამა დაიწყება 15 იანვრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 29 დეკემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, პროგრამის დასრულების თარიღად განისაზღვრება 29 დეკემბრის წინა პარასკევი.

3. ამ  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამის დასრულების ვადები ასევე ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად პროგრამაზე ჩარიცხულ ბენეფიციარებზეც. დამატებით ვადებში პროგრამაზე ჩარიცხული ბენეფიციარებისთვის პროგრამის განხორციელება იწყება პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე და სწავლება განხორციელდება ენის ფლობის დონის გათვალისწინებით უკვე არსებულ ჯგუფებში ან ახლად დაკომპლექტებულ ჯგუფებში.“.

 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი

ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამისი სკოლის დირექტორის მიერ გაიცემა პროგრამის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი ცნობა.“.

4. მე-9 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სკოლის მიერ პროგრამის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება სამინისტროში.

3. სამინისტრო, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. დაფინანსების წესი

1. სამინიტრო უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დაფინანსებას:

ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით;

ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით;

გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-ისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი მიმართავს სკოლას, პირის პროგრამიდან ამორიცხვის შესახებ.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უგზავნის სამინისტროს. სამინისტრო ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას წერილობით უგზავნის შესაბამის სკოლას.

3. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, პირის პროგრამიდან ამორიცხვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს სამინისტროს. სამინისტრო ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“;

7. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

„მუხლი 12. ინფორმაციის შენახვის ვადები და მათი წაშლა/განადგურება

1. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცის შენახვის ვადა განისაზღვრება:

ა) სკოლისათვის – პროგრამის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში;

ბ) სამინისტროსთვის – პროგრამის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები ვალდებული არიან ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წაშლა/განადგურება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი