აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/321
15/08/2023
ვებგვერდი, 17/08/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/321

2023 წლის 15 აგვისატო

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 


,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 19 აპრილის №01/762, 2023 წლის 10 მაისის N01/924, 2023 წლის 15 მაისის N01/953, 2023 წლის 29 მაისის №01/1080, 2023 წლის 29 მაისის №01/1079 და 2023 წლის 2 ივნისის N01/113 განცხადებები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი 8.0მ*4.5მ მიწისქვეშა გასასვლელი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პროექტისთვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარის გამოყენება. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისთვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს მიენიჭა პრიორიტეტი, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

კიფაიატ გიულმამედოვას (პ/ნ: №28001049784) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.777) ნაწილის - 5 258 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.778) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ანარ ნასიბოვის (პ/ნ:N28001060777) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 2180 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.258) ნაწილის - 1 426 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 11 834 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.224) ნაწილის 3 599 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გულანდამ ისმაილოვას (პ/ნ: №28001081306) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.096) ნაწილის - 3 583 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

რაუფ მუსტაფაევის (პ/ნ: N28001003234) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.093) ) ნაწილის - 5516 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.099) ნაწილის 5621 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

რამიგ უმბათოვის (პ/ნ:N28001018100) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 7500000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის - 57 366 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03.16.021) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 

ასიფ იბადოვის (პ/ნ:N28001097299) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის 866 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.07.08.059) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი - სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 2180 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.258) და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 11 834 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.224) მესაკუთრეა ანარ ნასიბოვი (პ/ნ: №28001060777);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ანარ ნასიბოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 2180 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.258) ნაწილი - 1 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 11 834 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.224) ნაწილი - 3 599 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.777) და მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.778) მესაკუთრეა კიფაიატ გიულმამედოვა (პ/ნ: №28001049784);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კიფაიატ გიულმამედოვას საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.777) ნაწილი - 5 258 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.07.04.778);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.096) მესაკუთრეა გულანდამ ისმაილოვა (პ/ნ: №28001081306);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გულანდამ ისმაილოვას საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.096) ნაწილი 3 583 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.093) და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.099) მესაკუთრეა რაუფ მუსტაფაევი (პ/ნ:N 28001003234).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რაუფ მუსტაფაევის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.093) ) ნაწილი 5516 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.099) ნაწილი - 5621 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 7500000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03,16.021) მესაკუთრეა რამიგ უმბათოვი (პ/ნ 28001018100);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რამიგ უმბათოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 7500000 კვ.მ სასოფლო-სამეურენო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი 57 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.07.08.059) მესაკუთრეა ასიფ იბადოვი (28001097299);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ასიფ იბადოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, კუტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 866 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N83.07.08.059).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 3 აგვისტოს ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 კიფაიატ გიულმამედოვას (პ/ნ: №28001049784) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.04.777) ნაწილზე - 5 258 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქუთლიარის საკრებულოში მდებარე 22 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.07.04.778); 

1.2 ანარ ნასიბოვის (პ/ნ: №28001060777) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 2180 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.258) ნაწილზე 1 426 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 11 834 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.224) ნაწილზე - 3 599 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; 

1.3 გულანდამ ისმაილოვას (პ/ნ: №28001081306) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.096) ნაწილზე - 3 583 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.4 რაუფ მუსტაფაევის (პ/ნ;N28001003234) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.093) ) ნაწილზე 5516 კვ.მ მიწის მიწის ნაკვეთზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.099) ნაწილზე - 5621 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; 

1.5 რამიგ უმბათოვის (პ/ნ:N28001018100) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე 7500000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N83.03.16.021) ნაწილზე - 57 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; 

1.6 ასიფ იბადოვის (პ/ნ:N28001097299) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე 866 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 83.07.08.059). 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი   ლევან დავითაშვილი