,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018332
77/ნ
16/08/2023
ვებგვერდი, 16/08/2023
040030000.22.022.018332
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №77/ნ

2023 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ III, N93 30.07.2010 წ. სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მეორე პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფოდის წესდების“ მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მინისტრთან შეთანხმებით, ფონდის ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს და მოდგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.“;

ა.ბ) „უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ​1) უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარ უფლებამოსილებათა დელეგირება გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე ან/და გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.“;

ბ) მე-4  51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე. მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფონდის საშტატო ნუსხით. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის წინაშე;

5. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ფონდის რომელიმე თანამშრომელს.

51. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ან ერთ-ერთ მოადგილეს ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი