დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №648 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.024139 |
|
„საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №648 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის №648 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/10/2020, 340020000.10.003.022368) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის „საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“ დანართი №4-ით განსაზღვრული მცენარეების თესლი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, თუ ისინი სერტიფიცირებულია, როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი.“. 2. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კულტურების: Glycine max (L.) Merr.-სოიასა და Linum usitatissimum L.-ჩვეულებრივი სელის თესლი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, თუ ისინი სერტიფიცირებულია როგორც „საბაზისო თესლი“, „სერტიფიცირებული თესლი“ პირველი თაობა ან „სერტიფიცირებული თესლი“ მეორე თაობა.“. 3. დანართ №3-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №4 . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №4
|
საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის გვარების და სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები