„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.024142
309
15/08/2023
ვებგვერდი, 15/08/2023
010320000.10.003.024142
„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №309

2023 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 08/02/2018; 010320000.10.003.020383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის“ (შემდგომში – წესი) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაზღვევის სფერო:

აქტუარი – სპეციალისტი, რომელსაც აქვს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხის, მოცულობისა და კომპლექსურობის შესაბამისი აქტუარული და ფინანსური მათემატიკის ცოდნა, რომლის გამოყენებითაც ის ახორციელებს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საზედამხედველო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზს, მათი მოცულობისა და შესრულების შესაძლებლობის შესწავლას, რისკების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებასა და ანალიზს, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობისა და ხარისხის, ასევე გაანგარიშების მეთოდების შესწავლასა და სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასებას და უზრუნველყოფს სადაზღვევო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის ზედამხედველობას, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1  იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტუარის თანამდებობის/ პოზიციის სამუშაო აღწერილობის შეთანხმება წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი