ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016816
1-1/317
14/08/2023
ვებგვერდი, 16/08/2023
300300000.22.024.016816
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/317

2023 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 51-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 52-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში გამომუშავებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში ასახვა

1. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №1468 განკარგულების საფუძველზე საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები, შესაბამისმა პირმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ასახონ მათ შორის გაფორმებულ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაში, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია.

2. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 აგვისტოს №1468 განკარგულების საფუძველზე საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა ასახოს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი