დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 300 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017731 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 482 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 483 მუხლი:
„მუხლი 483. გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე. მაგალითი 1. საწარმოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, ამავე მიწის ნაკვეთზე საწარმომ უნდა ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებული ფართების ნაწილს გადასცემს ფიზიკურ პირის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასია 236 000 ლარი. შეფასება: იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს უძრავი ნივთის მიწოდებას, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის ფართების მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, რაც შეადგენს 200 000 ლარს (236 000 / 1,18).“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები