დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 10/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.006.829 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.829
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №477
2004 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში (სსმ III, №100, 2002წ., მუხ. 876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დევნილთათვის, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გაივლიან ყოველწლიურ ხელახალ რეგისტრაციას და არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, ხოლო, სადაც ისინი არ არსებობენ – საქართვლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოველი თვის დასაწყისში, პირველიდან ხუთ რიცხვამდე დადგენილი წესით.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები