დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018330 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანების (სსმ, №154, 25.11.2010) პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომ – მინისტრი).“. 3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) არაუმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას (შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში) ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში (შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში) დირექტორი თავისი მოვალეობის შესრულებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აკისრებს ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელს.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები