„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19617
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/08/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016713
19617
09/08/2023
ვებგვერდი, 11/08/2023
000000000.00.00.016713
„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №19617

2023 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა  და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის   2011 წლის   23 მაისის №303  ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს  მიერ  ცალკეული  ღონისძიებების  განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“;
ბ)  ბრძანების:
ბ.ა) პირველი  პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  „ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით,   საგადასახადო   ორგანოს   მიერ       „გადახდის   წყაროდან   მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის  გამოყენების  უფლების  შესახებ“  ცნობის  გაცემის  ღონისძიებები, დანართი №6-ის სახით.“;
ბ.ბ) ბრძანების 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:
„43. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
„გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის გაცემისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს წინა დამქირავებელთან წარდგენილი ცნობა „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის  უფროსი ლევან კაკავა


 
დანართი №6

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ცნობის გაცემის ღონისძიებები

1. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათი და „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებლის მიერ არ წარედგინა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, არ უფიქსირდება საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა;
ბ) წინა დამქირავებელს ორჯერ მაინც გაეგზავნა დოკუმენტი, წერილობითი ფორმით, გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების საგადასახადო ორგანოში წარდგენის შესახებ, და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის იდენტიფიცირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“.