დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-29. 29232142 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.126.016008 |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ტრაგიკულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სერჟანტი ვალერი გოგნაძე არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.
შესაბამისად, ვალერი გოგნაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, მუხლი 1. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის ვალერი გოგნაძის სახელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველ ქუჩას.
მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, რუკების, ცნობარების და სხვა დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და ა.შ). მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი გოგბერაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები