„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 410030000.22.023.016826
2-651
10/08/2023
ვებგვერდი, 11/08/2023
410030000.22.023.016826
„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-651

2023 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :

მუხლი 1. „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში (სსმ, №68, 03/06/2009, ს/კ: 410.030.000.22.023.013.136) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრინველები

ა) რუხი ბატი

Anser anser

ბ) თეთრშუბლა იხვი

Mareca penelope (Anas penelope)

გ) რუხი იხვი

Mareca strepera (Anas strepera)

დ) ჭიკვარა (სტვენია იხვი)

Anas crecca

ე) გარეული იხვი

Anas platyrhynchos

ვ) ბოლოსადგისა (კუდსადგისა) იხვი

Anas acuta

ზ) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)

Spatula querquedula (Anas querquedula)

თ) ფართოცხვირა (განიერნისკარტა იხვი)

Spatula clypeata (Anas clypeata)

ი) მელოტა

Fulica atra

კ) დიდი თეთრშუბლა ბატი

Anser albifrons

ლ) ქოჩორა ყვინთია

Aythya fuligula

მ) ხოხობი

Phasianus colchicus

ნ) კაკაბი

Alectoris graeca

ო) მწყერი

Coturnix coturnix

პ) წყლის ქათამი

Gallinula chloropus

ჟ) ჩიბუხელა (გარშნეპი)

Lymnocryptes minimus

რ) ჩიბუხა

Gallinago gallinago

ს) ტყის ქათამი

Scolopax rusticola

ტ) ქედანი

Columba palumbus

უ) გარეული მტრედი

Columba livia

ფ) გულიო

Columba oenas

ქ) საყელოიანი გვრიტი

Streptopelia decaocto

ღ) ღალღა

Crex crex.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია