დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-665 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080070.22.023.016827 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2018 წელი, 020080070.22.023.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების და გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმები: ა) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6); ბ) ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7); გ) ელექტრონული დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8); დ) ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით ( დანართი №9). 2. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე. 2. 2023 წლის 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე. 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესის“ (დანართი №1) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები: „4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა.“. 4. ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული: „დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3)“ და „დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები