ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ეწერის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ეწერის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 732321620
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016020
გ-73. 732321620
04/08/2023
ვებგვერდი, 09/08/2023
000000000.00.129.016020
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ეწერის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება №73.732321620

2023 წლის  4 აგვისტო

ქ. ჭიათურა 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი

სოფელ ეწერის ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ეწერის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ეწერის  ქუჩების სახელდება №2 დანართის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს  თავმჯდომარე                                        ალექსანდრე ციცქიშვილი