დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 14 აპრილის №2-339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360150000.22.023.016828 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 14 აპრილის №2-339 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 14 აპრილის №2-339 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 14/04/2020 წელი, 360150000.22.023.016630) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს თანდართული: ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1); ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და გამოყენების წესი“. (დანართი №2). 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შემდეგი წესით: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში.“. 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და გამოყენების წესი მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (ფორმა 5) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება დეპარტამენტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ჰბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. მუხლი 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 3. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება 1. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი; მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდართული დოკუმენტები); ოქმის შემდგენლის ხელმოწერა. 2. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის/საურავის/გასაჩივრების გადახდის წესი და პირობები. 3. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთანავე, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება. მუხლი 4. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. თუ სამართალდამრღვევი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1192 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გამოცემა ხდება ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებით დადგენილი წესით, ამავე წესით დამტკიცებულ ფორმაში. მუხლი 5. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა 1. დეპარტამენტის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტში სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებას უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენი სამსახურის/სამმართველოს ხელმძღვანელი. 3. სააღსრულებო ფურცლის შევსება ხდება ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებით დადგენილი წესით, ამავე წესით დამტკიცებულ ფორმაში, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები