„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024128
295
08/08/2023
ვებგვერდი, 09/08/2023
470230000.10.003.024128
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №295

2023 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 22-ე მუხლის:

1. მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება (გარდა ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლისა/მკურნალობისა (№1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) და სხვა სტაციონარული მომსახურებისა, კომბუსტიოლოგიის (დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა (დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტები), მშობიარობისა/საკეისრო კვეთისა (დანართ №1.5-ის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი), გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობისა (დანართი №1.11), თრომბოლიზისის/თრომბექტომიისა (ინსულტის შემთხვევაში) და დანართი №1.12-ით („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) განსაზღვრული მომსახურებისა) ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ამასთან:“.

2. 73 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 პუნქტი:

„74. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) სტაციონარული მომსახურების (გარდა №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც მტკიცდება სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი