|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისმა მუნიციპალურმა ორგანომ სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.4-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები. ამასთანავე, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვეტერანები, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად.“; ა.ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა), №1.3-ითა (გარდა პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებისა) და №1.4-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა (საპენსიო ასაკი) და დანართი №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“; ბ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტის „ა.დ.ბ“ და „ა.დ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ა.დ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით;“; ბ.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი: „ა.ე) იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“; ბ.გ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.3-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი (გარდა საპენსიო ასაკისა) – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; გ) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ვეტერანები) სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.4-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ ვეტერანებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები