ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 732321616
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016014
გ-73. 732321616
04/08/2023
ვებგვერდი, 09/08/2023
000000000.00.129.016014
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-73.732321616

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. ჭიათურა 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი  სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:

ა) თვალუეთის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;

ბ)  სვერის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;

გ) ცხრუკვეთის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების თვალუეთის, სვერისა და ცხრუკვეთის ქუჩების სახელდება №4 დანართის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს  თავმჯდომარე                                    ალექსანდრე ციცქიშვილი