ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 73232169
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016010
გ-73. 73232169
04/08/2023
ვებგვერდი, 09/08/2023
000000000.00.129.016010
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება №გ73.73232169

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:

ა) ვაჭევის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;

ბ) მელუშეეთის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;

გ) ღვითორის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;

დ) ჯოლხეეთის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ვაჭევის, მელუშეეთის, ღვითორის და ჯოლხეეთის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 4

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ალექსანდრე ციცქიშვილი